
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ქვეყნის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები, დაგეგმილზე ერთი თვით ადრე, 14 მაისს ჩატარდება.
როგორც ერდოღანმა განაცხადა, ის მმართველი პარტიისა და ნაციონალისტური მოძრაობის ალიანსის ერთობლივი საპრეზიდენტო კანდიდატი იქნება.
მანამდე, ამ კვირის დასაწყისში 6 პარტიისგან შემდგარმა ოპოზიციურმა კოალიციამ ერდოღანის მთავარ კონკურენტად ქემალ ქილიჩდაროღლუ წარადგინა. ის მემარცხენე-ცენტრისტულ სახალხო-რესპუბლიკური პარტიის წევრია.