კანადამ რუსეთიდან ფოლადისა და ალუმინის პროდუქტების იმპორტი შეწყვიტა

გამოქვეყნდა:

კანადამ რუსეთიდან ფოლადისა და ალუმინის პროდუქტების იმპორტი შეწყვიტა

მთავრობის უახლესი მონაცემების თანახმად, 2021 წელს ამ პროდუქციის იმპორტმა 180 მილიონი დოალრი შეადგინა.

Reuters-ის ინფორმაციით, კანადამდე, თებერვალში აშშ-მა რუსულ ალუმინზე 200%-იანი ტარიფი დააწესა, ხოლო გასულ წელს ევროკავშირმა რუსული ფოლადის პროდუქტები სანქციების პაკეტში შეიტანა. 

"კანადამ და ჩვენმა პარტნიორებმა უკვე დაუწესეს სანქციები რუსეთის ცენტრალურ ბანკს. ასევე შემოიღეს ფასის ზედა ზღვარი ნავთობსა და გაზზე. ახლა კი ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ პუტინმა უკრაინაში ომი კანადაში ალუმინისა და ფოლადის გაყიდვით ვერ დააფინანსოს", - თქვა კანადის ვიცე პრემიერმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი