
რუსეთი უკრაინის ბრძოლის ველზე დარჩენილ აშშ-სა და NATO-ს მიერ მიწოდებულ იარაღსა და აღჭურვილობას იღებს და მათ ირანში აგზავნის. ამის შესახებ CNN ოთხ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს.
CNN აღნიშნავს, რომ რუსი სამხედროების მიერ წაღებულ იარაღებს შორის არის ჯაველინები და საზენიტო სისტემები.
წყაროები მედიასთან ყვებიან, რომ რუსეთი ირანში იარაღს აღჭურვილობის დემონტაჟისა და ანალიზისთვის აგზავნის, სავარაუდოდ, ისე, რომ ირანელმა სამხედროებმა შეძლონ იარაღის საკუთარი ვერსიის დამზადება. წყაროების თქმით, რუსეთს სჯერა, რომ ირანში ბრძოლის ველზე დატოვებული იარაღის გაგზავნა თეირანს წაახალისებს, რათა მხარი დაუჭიროს რუსეთის ომს უკრაინაში.