
ამ კანონპროექტმა, პრაქტიკულად, იმდენი საქმე გააკეთა, შეიძლება, მიღების შემთხვევაშიც კი გააკეთებდა, მაგრამ არანაკლები პროცენტულობით გააკეთა საქმე ლუსტრაციის თვალსაზრისით და იმ თვალსაზრისით, რომ ყველამ გაიგო, რომ უცხო ქვეყნის გავლენის აგენტი უნდა იყოს ქვეყანაში მხილებული მხოლოდ იმისთვის, რომ ხალხმა დაინახოს, ვინ აფინანსებს აი იმ ძალებს, ვინც მონაწილეობდნენ ამ პარლამენტის შტურმში. რეალურად, სახეს დაინახავდნენ იმ დამფინანსებლისას, ვინც აფინანსებს ასეთ რადიკალურ პროცესებს...
უახლოეს მომავალში საზოგადოება კიდევ უფრო დაინახავს, თუ რამდენად საჭიროა ამ კანონის მოქმედება და ზოგადად, ნებისმიერი ორგანიზაციის გამჭვირვალობა, ამ შემთხვევაში - ააიპებისა და მედიასაშუალებების, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან ფინანსდება.
- ამბობს „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, გურამ მაჭარაშვილი "იმედთან".