აქციაზე სპეცრაზმის მიერ ნაცემი მომიტინგის საქმეზე გამოძიება დაიწყო. ზაზა ბიღიაშვილმა, რომელმაც მხედველობა ერთ თვალში სრულად დაკარგა, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ჩვენება უკვე მისცა.
დაზარალებულმა დეტალურად მოუყვა გამომძიებლებს რა ვითარებაში მიიღო დაზიანება და როგორ გადაამეტა შსს- მ ძალას მომიტინგეების წინააღმდეგ.
მას ჩაუტარდა ექსპერტიზაც და ახლა სამხარაულის სახელობის საექსპერტო ბიურომ უნდა დაადგინოს, რამ დაუზიანა თვალი მშვიდობიან მომიტინგეს.
ამავე თემაზე: