უცხოეთიმოსკოვში, ერთ-ერთი პროპაგანდისტული ტელევიზიის ოფისი იწვის გამოქვეყნდა: შაბათი, 11 მარტი, 2023 - 18:35
მოსკოვში პროპაგანდისტული ტელეკომპანია Спас-ის ოფისი იწვის. ხანძარი კოროლიოვის აკადემიის შენობაში გაჩნდა, სადაც ტელეკომპანიის ოფისია განთავსებული. რუსული მედიის ცნობით კი ცეცხლი პირველ სართულზე მდებარე სტამბაში გაჩნდა. გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.