რუსული კანონპროექტის მხარდამჭერების შვილები ევროპასა და ამერიკაში სწავლობენ, მუშაობენ და ქონებასაც ფლობენ

გამოქვეყნდა:

კახი კალაძე, ბექა ოდიშარია, ალუდა ღუდუშაური , ანრი ოხანაშვილი, ბაია კვიციანი  - სია გრძელია. დეპუტატებს შორის   ვინც რუსულ კანონპროექტს მხარი დაუჭირა, მრავლად არიან ისეთები ვისი შვილებიც ევროკავშირის წევრ რომელიმე ქვეყანაში ან ამერიკაში დაიბადნენ და მომავალიც გარანტირებული აქვთ. მათ ვინც პუტინის რეპრესიულ კანონს მხარი დაუჭირა, შვილებს დასავლეთში ასწავლის, რომ აღარაფერი ვთქვათ ე.წ. შოპინგზე და თმების შესაჭრელად ევროპის დედაქალაქებში სიარულზე. 

ოცნების არაერთი მაღალჩინოსანი ევროპის ან ამერიკის კონტინენტზე  უძრავ ქონებასაც ფლობს. ერთი-ერთში რუსული პროპაგანდისტული ლექსიკით ლანძღავენ სტრატეგიულ პარტნიორებს,  მეორეს ხელით კი მათი სოციალური ქსელები სავსეა  „გარყვნილ დასავლეთში“ გადაღებული ფოტოებით თუ ე.წ. სთორებით. 

პროტესტი გმირთა მოედანზე | "მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი