უკრაინელმა მესაზღვრეებმა ბახმუტში "ვაგნერელების" დაჯგუფება გაანადგურეს - VIDEO

გამოქვეყნდა:

უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, მესაზღვრეებმა ბახმუტის ინდუსტრიულ ზონაში "ვაგნერელების" ჯგუფი გაანადგურეს, რომლებიც ერთ-ერთი სამრეწველო საწარმოში იყვნენ გამაგრებულები: 

" უკრაინელმა დამცველებმა გაუძლეს დამპყრობლების რამდენიმე თავდასხმას.... მესაზღვრეების სახმელეთო სადაზვერვო ჯგუფი მივიდა გარღვევამდე და გაანადგურა "ვაგნერის" დაჯგუფების წევრები" - ნათქვამია ინფორმაციაში. 

უკრაინელმა მესაზღვრეებმა მტრის რეზერვების გასანადგურებლად ჩასაფრება მოაწყვეს. უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური წარმატებული პოზიციური ბრძოლის ვიდეომასალასაც აქვეყნებს.

ვიდეო

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი