7 და 8 მარტის ღამეს დააკავეს 133 მშვიდობიანი დემონსტრანტი. პარალელურად კი ტრადიციული პროპაგანდის ამოქმედება სცადეს - რევოლუციური სცენარის შესახებ. 8 მარტის ღამით ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრის, ბესო გაზდელიანის ოჯახში ღამით სპეცრაზმი შევარდა. იმ დროს როდესაც ბინაში 3 მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა. არც ბესო გაზდელიანმა და არც მისმა ოჯახმა ამ დრომდე არ იცის რა უნდოდა სპეცრაზმს ან რა მიზეზით შეიჭრნენ ისინი შუაღამით მათ ოჯახში. ნიღბიანებმა სახლიდან მხოლოდ მობილური ტელეფონები წაიღეს.
სუს-მა გაზდელიანის წინააღმდეგ გამოძიება სსკ-ის 315-ე მუხლით დაიწყო, რაც სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას გულისხმობს:
2023 წლის 9 მარტს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, მოქალაქე ბ.გ.-ის საცხოვრებელ სახლში საგამოძიებო მოქმედება - ჩხრეკა ჩაატარეს, რა დროსაც ამოღებულ იქნა სხვადასხვა ნივთი. საქართველოს სსკ-ის 315-ე მუხლით გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი აწარმოებს - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.
ოცნების ხელწერა ასეთია - როგორც კი ქუჩაში ხალხი სამართლიანი პროტესტით გამოდის, ოცნება იმ წუთშივე იწყებს ისტერიულ პროპაგანდას სახელმწიფო გადატრიალებას და რევოლუციაზე. თუმცა ხალხზე ეს აღარ მუშაობს. ყველაფერი ჯერ კიდევ 2014 წელს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადებით დაიწყო, რომ თითქოს ნაციონალური მოძრაობა დესტაბილიზაციასა და სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდა, რისთვისაც საბურავების შეძენას აპირებდა. მაშინაც ოცნების პროპაგანდა უკრაინის, მაიდნის სცენარზე აპელირებდა.
ოცნებისა და კრემლის პროპაგანდაც 7-8 -9 მარტის ევროპულ აქციებზე, ისევ უკრაინასა და მაიდანს ახსენებს.