კრიტიკული მედია - ივანიშვილისა და მისი გუნდის ახალი სამიზნე

გამოქვეყნდა:

ქართველმა ხალხმა რუსული კანონპროექტი ბიძინა ივანიშვილის გუნდს დღის სინათლეზე არ გამოატანინა. ახალგაზრდებმა, სტუდენტებმა, ფერადმა თაობამ მამაცობის წარმოუდგენელი მაგალითი აჩვენა და საქართველოში ოცნებას არ გააკეთებინა ის, რაც ვლადიმერ პუტინმა 2012 წელს სისრულეში მოიყვანა რუსეთში, როდესაც გააქრო კრიტიკული აზრი.  ხალხის მტკიცე პოზიციამ ბიძინა ივანიშვილი აიძულა 7 მარტს მიღებული რუსული პროექტი - 10 მარტს დაჩქარებული პროცედურით პარლამენტიდან გაეწვია. ე.წ. უცხოეთის აგენტების რუსული კანონპროექტი გაუქმებულია და გამოწვეული ვენეციის კომისიიდანაც. პროექტს რომელსაც ოცნების 78-მა დეპუტატმა ერთხმად დაუჭირა მხარი, ქართველმა ხალხმა უარი რამდენიმე საათში ათქმევინა და იძულებული გახადა პროექტი მეორე მოსმენით ჩაეგდოთ.  თუმცა, არც ივანიშვილის და არც მისი გუნდის არავის სჯერა. არიან წაგებულ პოზიციაში, მაგრამ ისევ იმუქრებიან. ამჯერად მათი სამიზნე კრიტიკული მედიაა. რუსული კანონპროექტის მიღებიდან მალევე მმართველი პარტიის რადიკალური ნაწილი მედიისთვის ახალ კანონპროექტს აანონსებს. 
 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი