"მთავარი არხის" ინფორმაციით, გენშტაბის ყოფილი უფროსი და ამჟამად "ქართული ოცნების" დეპუტატი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია მმართველი პარტიის დატოვებას გეგმავს.
ჩვენი ინფორმაციით, "ქართული ოცნება" თანახმაა, თუმცა ჩაჩიბაიასგან ისინი ითხოვენ, რომ დეპუტატის მანდატიც დატოვოს და საპარლამენტო საქმიანობა დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით არ გააგრძელოს. ვინაიდან, ასეთ შემთხვევაში "ქართული ოცნება" საკანონმდებლო ორგანოში ერთ ადგილს დაკარგავს.
შეგახსენებთ, რომ ჩაჩიბაიამ 7 მარტს, რუსულ კანონპროექტს პირველ მოსმენაზე, მხარი არ დაუჭირა.
ვლადიმერ ჩაჩიბაია 2020 წლიდან, საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის წევრია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პარტიული სიით.
იხილეთ ასევე: