რუსეთი ტერორის სინონიმი გახდა, ის სამართლიანი სასჯელის მაგალითიც გახდება - ზელენსკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთი ტერორის სინონიმი გახდა. როგორც მან,  საღამოს ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რუსების სამიზნე უკრაინის მშვიდობიანი მოქალაქეები არიან.

"რუსეთი ჩვენი ქალაქების გადაწვას ცდილობს...რუსებმა მხოლოდ ხარკოვში მიმდინარე წელს - ორთვენახევარზე ნაკლებ დროში  უკვე ორმოცზე მეტი რაკეტა ისროლეს", -  თქვა მან

ზელენსკი აღნიშნავს, რომ დღეს, შაბათს, ხერსონში რუსულ ავიაიერიშს 3 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა- "რუსეთი ტერორის სინონიმი გახდა, ის ამ ტერორის დამარცხებისა და სამართლიანი სასჯელის მაგალითიც გახდება"

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი