
"ჩვენ ვნახეთ...თუ რამდენად პროფესიონალურად მოქმედებდნენ ორივე დღეს სამართალდამცავი ორგანოები და ვნახეთ, რომ სტრატეგიულად, ტაქტიკურადაც ძალიან პროფესიონალურად იყო წარმართული ეს...
სპეციალური საშუალებები, წყლის ჭავლი და ა.შ იმიტომაც არის, რომ საბოლოო ჯამში, ნაკლები ზიანი მიაყენონ თავად აქციის მონაწილეებს.
აქციაზე ზოგადად, როგორც წესი, დიდი ნაწილი მშვიდობიანად არის ხოლმე, მაგრამ არის ხოლმე აგრესიული ჯგუფი და ამ აგრესიულ ჯგუფს სჭირდება ლოკალიზება, შესაბამისად, ტერიტორიიდან განრიდება და სწორედ სპეციალური საშუალებები იძლევა საშუალებას, რომ ნაკლები ზიანით მოახდინონ წესრიგის აღდგენა"
თქვა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა 7-8 მარტის აქციებთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში