
ევროკავშირი გეგმავს, მესამე ქვეყნებს სანქცირებული ტექნოლოგიებით ვაჭრობის მონიტორინგის გამკაცრება მოსთხოვს - ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ევროკავშირი გეგმავს, სთხოვოს მესამე ქვეყნებს, გააძლიერონ ვაჭრობის მონიტორინგი ტექნოლოგიებისა და სხვა საქონლის იმპორტზე, რომლებიც შეიძლება გამოიყენონ სამხედრო მიზნებისთვის უკრაინაში.
Bloomberg წერს, რომ მოწინავე ნახევარგამტარების, ინტეგრირებული სქემების და სხვა ტექნოლოგიების ექსპორტი ევროკავშირიდან და G7-ის ქვეყნებიდან რუსეთში მნიშვნელოვნად შემცირდა სანქციებისა და ექსპორტის კონტროლის შემოღების შემდეგ.
თუმცა აღნიშნული მოწყბილობების მიწოდება გადაზიდვები ევროკავშირიდან და G7-დან ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა თურქეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ყაზახეთი, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნები, გაიზარდა და, თავის მხრივ, გაიზარდა ექსპორტი ამ ქვეყნებიდან რუსეთში.
ვაჭრობის მონიტორინგის გამკაცრებით, ევროკავშირი ეცდება, დაადგინოს, ხვდება თუ არა სანქცირებული ტვირთი მესამე ქვეყნებიდან რუსეთში.