პუტინმა რუსეთის საინფორმაციო სივრცეზე კონტროლი დაკარგა - ISW

გამოქვეყნდა:

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში საინფორმაციო სივრცეზე კონტროლი დაკარგა.

ყოველდღიური ანგარიშის თანახმად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ დაადასტურა, რომ კრემლის შიდა წრეში ბრძოლები მიმდინარეობს, რომ კრემლმა დაკარგა ცენტრალიზებული კონტროლი რუსეთის საინფორმაციო სივრცეზე და რომ პუტინი მას ვერ გამოასწორებს.

კერძოდ, მარია ზახაროვამ თქვა, რომ კრემლს არ შეუძლია გაიმეოროს სტალინის მიდგომა საბჭოთა საინფორმაციო ბიუროს თანამედროვე ანალოგის შესაქმნელად რუსეთის შიდა საინფორმაციო სივრცეზე ცენტრალიზებული კონტროლისთვის კრემლის "ელიტებს" შორის დაპირისპირების გამო.

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ანალიტიკოსების აზრით, ზახაროვას განცხადება საყურადღებოა და ის აძლიერებს ISW-ის მანამდე გაკეთებულ შეფასებებს:

  • კრემლში არსებობს შიდადაპირისპირება პუტინის ახლო წრის მთავარ წევრებს შორის;
  • დროთა განმავლობაში პუტინმა დიდწილად დათმო რუსული საინფორმაციო სივრცე;
  • როგორც ჩანს, პუტინი ვერ ახერხებს გადამწყვეტი ზომების მიღებას რუსეთის საინფორმაციო სივრცეზე კონტროლის აღსადგენად.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ გაუგებარია, რატომ ისაუბრა ზახაროვამ კრემლის შიდა პრობლემებზე საჯაროდ და ვარაუდობენ, რომ შიდა საკითხები განიხილა, რათა შეემცირებინა რუსი ნაციონალისტი სამხედრო ბლოგერების მოლოდინები კრემლის ამჟამინდელ შესაძლებლობებთან დაკავშირებით ერთიანი ნარატივის ირგვლივ - ან შესაძლოა ერთიანი პოლიტიკის გარშემოც კი.

იხილეთ ISW-ის სხვა მნიშვნელოვანი მიგნებები 11 მარტის ანგარიშიდან:

  • 11 მარტს ბახმუტში რუსი სამხედროების წინსვლა არ დასტურდება;
  • პრიგოჟინმა განაცხადა, რომ ბახმუტის ბრძოლის შემდეგ ვაგნერის ჯგუფს გარდაქმნის იდეოლოგიურ ელიტარულ პარალელურ სამხედრო ორგანიზაციად;
  • უკრაინული წყაროები იუწყებიან, რომ შეიარაღებული ძალები სვატოვოს მიმართულებით წინ წავიდნენ;
  • რუსული ძალები აგრძელებენ თავდაცვის დამყარებას ზაპოროჟიის ოლქში;
  • რუსი მობილიზებული ჯარისკაცები საჯაროდ ჩივიან, რომ მეთაურები მათ ცუდად ეპყრობიან და იყენებენ, როგორც ადამიანურ ძალას არსებულ ფორმირებებში ხვრელების გასაკეთებლად;
  • რუსი საოკუპაციო ჩინოვნიკები იყენებენ ბავშვების ჯანმრთელობას რუსეთის ჯანდაცვის სისტემაზე დამოკიდებულების შესაქმნელად.
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი