
ისრაელის რამდენიმე ქალაქში მასშტაბური აქციები იმართება - მოქალაქეები მთავრობის მიერ ინიცირებულ სასამართლო რეფორმას აპროტესტებენ. დემონსტრაციები უკვე 10 კვირაა გრძელდება და მას ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდ პროტესტს უწოდებენ.
მოქალაქეების რეკორდული რაოდენობა გამოვიდა ისეთ ქალაქებში, როგორიცაა ჰაიფა, ხოლო თელ-ავოვში საპროტესტო აქციას სავარაუდოდ, 200 000 ადამიანი შეუერთდა.
დემონსტრანტები ამბობენ, რომ რეფორმები ძირს უთხრის დემოკრატიას, თუმცა ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობა ამბობს, რომ დაგეგმილი ცვლილებები ელექტორატისთვის უკეთესია.
ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილება მოსამართლეების შერჩევის პროცესში ხელისუფლების უფლებამოსილების გაზრდას და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უფლებამოსილების შემცირებას ითვალისწინებს.