საქართველოს უნდა ჰყავდეს აუცილებლად კარგად გაწვრთნილი რეზერვი - თავდაცვის მინისტრი

გამოქვეყნდა:

საქართველოს მსგავსი გამოწვევების მქონე ქვეყნისთვის ცალსახად რეკომენდებულია ტოტალური თავდაცვის პრინციპი, რაც გულისხმობს იმას, რომ საკონტრაქტო ჯართან ერთად ქვეყანას უნდა ჰყავდეს კარგად მომზადებული რეზერვი. - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ "იმედის" ეთერში ახალ „თავდაცვის კოდექსზე“ საუბრისას აღნიშნა.

"ჩვენნაირი გამოწვევების მქონე ქვეყნებისთვის ცალსახად რეკომენდებულია და ალტერნატივა არ აქვს ტოტალური თავდაცვის პრინციპი. ეს გულისხმობს რა თქმა უნდა, საკონტრაქტო ჯარს და ამავდროულად გულისხმობს იმას, რომ ქვეყანას უნდა ჰყავდეს კარგად მომზადებული რეზერვი. ჩვენ ამ ამოცანას რა თქმა უნდა მივაღწევთ...

ჩვენ სხვა ალტერნატივა არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ ქვეყანას ჰყავდეს აუცილებლად კარგად გაწვრთნილი რეზერვი. ამაზე ვთანხმდებით ყველა, ჩვენც და ჩვენი პარტნიორებიც",- თქვა ბურჭულაძემ. 

ბურჭულაძემ სავალდებულო ჯარის გადავადებაზე ისაუბრა თქვა, რომ ის, რომ 10 000 ლარის სანაცვლოდ მოხდება გადავადება 1 წლით "ესეც იქცა სპეკულაციის საგნად".

"რაც შეეხება გადავადებას, აქაც რომ არ გამოვყოთ ჩვენ და არ მივცეთ რაღაცა პრივილეგია და დისკრიმინაციას არ ჰქონდეს ადგილი. პირს შეეძლება მხოლოდ 1 წლით გადაივადოს. ანუ 1 წლის შემდეგ ავტომატურად გახდება პირი ვალდებული და აღარ ექნება საშუალება, რომ კიდე გადაივადოს და გახდება ვალდებული, მოიხადოს სავალდებულო ჯარი",- თქვა ბურჭულაძემ.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი