
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი უკრაინაში მძიმე დანაკარგებს განიცდის. დაზვერვა წერს, რომ დანაკარგების გავლენა მკვეთრად განსხვავდება რეგიონებს შორის. კერძოდ მათი მოსახლეობის რაოდენობის პროპორციულად, უმდიდრესი ქალაქები - მოსკოვი და სანქტ-პეტერბურგი - შედარებით უვნებელი დარჩა. "ეს განსაკუთრებით ქვეყნის ელიტის ოჯახებს ეხებათ", - აღნიშნავს დაზვერვა.
ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინაში მიმდინარე ომში ყველაზე დიდ დანაკარგს ეთნიკურ უმცირესობებში განიცდიან:
"ასტრახანში დაღუპულთა დაახლოებით 75% ყაზახების და თათრების უმცირესობაზე მოდის", - ნათქვამია ბრიტანეთის დაზვერვის ყოველდღიურ ანგარიშში.