მარტვილში შვილმა დედა მოკლა და დანაშაული აღიარა  - რას ამბობენ ოჯახის წევრები

გამოქვეყნდა:

მარტვილში მომხდარ მკვლელობაზე, ირკვევა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა შვილმა დედას დაზიანებები თავის არეში მიაყენა. 86 წლის ქალი კი ადგილზე გარდაიცვალა. კვალის დაფარვის მიზნით, მან დედის გარდაცვალება დაცემით ახსნა და სამძიმარსაც იღებდა. 

სამართალდამცველებს მეზობელმა მიმართა, რომელმაც დედა-შვილის ჩხუბის ხმა გაიგონა. პოლიციამ ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენა, შვილი კი დაკითხვაზე გადაიყვანა. მან დანაშაული აღიარა. 

"ხელები აქვსო დაზინებული და შუბლი. აღიარა, რომ ასე, ასე გავაკეთეო. ალაპარაკეს, რომ ამ შეშა ჩავარტყი და მოვკალიო. რძალი თბილისში იყო წასული შვილიშვილის ჩამოსაყვანად, დედა და შვილი მარტო იყვნენ",- ამბობს დაკავებულის და. 

დაკავებულის ძმა ამბობს: "ფულს სთოხვდაო, დედაჩემს ფული არ გააჩნდა, თუ პენსიას იღებდა, კაპიკი ჯიბეში არ ჩაუდია არასდროს...დაულევია იმ დღეს და ალბათ გადაეჭედა ტვინი და მოხდა ეს. აღიარა დანაშაული". 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "კ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. საქმეს სამეგრელოს სამხარეო პოლიცია იძიებს. დაკავებული ბრალის წარდგენას ელოდება. 

ავტორი: ემა გოგოხია. 

ვრცლად:

მარტვილში შვილმა დედა მოკლა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი