სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ამბობენ, რომ ლექტორები მათ მუქარის შემცველ წერილებს უგზავნიან და აფრთხილებენ, რომ აქციებზე წასვლის შემთხვევაში, ისინი ქულას ვერ მიიღებენ.
მესიჯის ავთენტურობა ჯერჯერობით დადგენილი არაა.
"კანონი არ გეხებათ თქვენ, ვინც აქციაზე წასვლას აორგანიზებთ ფინალურებამდე არ მიგიშვებთ" - ეს არის ციტატა მოკლე ტექსური შეტყობინებიდან, რომელიც სტუდენტების თქმით, მათ მიიღეს.
სტუდენტები ამბობენ, რომ ეს მმართველი პარტიის მხრიდან არის დაკვეთილი:
"რა თქმა უნდა, ჩემი პირადი აზრით, ეს იყო მმართველი პარტიის მხრიდან დაკვეთილი, იმიტომ რომ ვერ წარმომიდგენია, რაში უნდა აწყობდეს ლექტორს, რომ თავისი სტუდენტი არ წავიდეს აქციაზე. ეს აწყობდა მხოლოდ ქართულ ოცნებას და ლოგიკურად თუ გავყვებით, ეს იყო ქართული ოცნების მხრიდან დაკვეთა", - ამბობს ერთ-ერთი სტუდენტი.
შეგახსენებთ, რომ რუსთაველი გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციას, სადაც "ოცნების" რუსულ კანონს აპროტესტებდნენ ქვეყანაში აკრედიტებული არაერთი უნივერსიტეტის სტუდენტი შეუერთდა.