პოლიტიკური ძალა, რომელმაც ღიად რუსული თამაში ითამაშა და რომელმაც ასე უტიფრად სცადა საქართველოს ევროპული მომავლის საბოტაჟი, კვლავაც ძალაუფლების სათავესთან რჩება. და კვალავაც ძალაში რჩება განზრახვა, რისთვისაც დაიწერა რუსული კანონი - მოხდეს ამ ძალაუფლების დიქტატურად ჩაბეტონება.
სწორედ ამიტომ, ახლა როცა ვნებათაღელვა ქუჩაში ერთი შეხედვით ჩაცხრა, რეჟიმი დროს არ კაგრავს და რეპრესიებს კარდაკარის პრინციპით აგრძელებს. ახალგაზრდებს, ვინც ქვეყნის რუსეთიფიკაციას წინ აღუდგა, ახლა სოლიდური ჯარიმებით სჯიან, და ციხითაც ემუქრებიან.
რუსული მეთოდებით მოქმედებდა სამართალდამცავი სისტემა უშუალოდ დემონსტრაციების დღესაც. დაკავებული ახალგაზრდების უმეტესობა თბილისიდან მოშორებით წაიყვანეს იზოლატორებში. ქუთაისში, ზესტაფონსა და ბაკურიანში დაკავებულის გადაყვანას ცხადია რამდენიმე საათი უნდა, რაც იმავე ახალგზარდებზე ზეწოლისთვის და მათ შორის ფიზიკური ზემოქმედებისთვის გამოიყენეს.
ერთი სიტყვით, შესაძლოა, ბრძოლის ერთი ეპიზოდი მოგებულია, მაგრამ რუსიფიკაციის საფრთხეს ოდნავადაც არ გადაუვლია. აკი თავადვე აღიარა ქართულმა ოცნება, რომ ის განზარხვაზე კი არ ირებს ხელს, არამედ უბრალოდ დრო სჭირდება რომ საკუთარი რეჟიმი ოდნავ მაინც გაამყაროს.