რატომ არის "ქართული ოცნების" და ახლა უკვე კრემლის რიტორიკაც მეორე ფრონტის შესახებ წმინდა წყლის პროპაგანდა? Post Factum-ის ამ კითხვას ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის ატაშე ექსკლუზიურ ინტერვიუში პასუხობს და ორ ქვეყანას შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე მიუთითებს. ინტერვიუ ტრადიციად ქცეული რუბრიკის ფარგლებში ჩავწერეთ, რომელშიც ამერიკასა და საქართველოს 30-წლიანი მეგობრობის ისტორიას და ამ ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებს განვიხილავთ.
რუბრიკაში "ჯაზიდან ჯაველინებამდე" ჩვენ თითქმის ყველა სფეროს შევხეთ. დღეს კი დადგა ჯერი სამხედრო თანამშრომლობის სფეროზე ვისაუბროთ. და ამ რუბრიკის ფარგლებში ჩვენ ისტორიის დღემდე უცნობ ფურცლებსაც შევეხებით. მაშ ასე, ქართულ-ამერიკული სამხედრო თანამშრომლობის 100-წლოვანი ისტორია, რომლის უცნობ თავებს პირველად ჩვენი ჟურნალისტი, თენგო გოგოტიშვილი მოგიყვებათ.