აქტიური საომარი მოქმედებების გამო კუპიანსკში სავალდებულო ევაკუაცია მიმდინარეობს

გამოქვეყნდა:

ხარკოვის ოლქში აქტიური საომარი მოქმედებების გამო კუპიანსკში სავალდებულო ევაკუაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას ხარკოვის რეგიონლი სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს,

"კუპიანსკის მიმართულება ახლა ყველაზე ცხელი წერტილია, ფრონტის ხაზი გადის იქ და მტერი მუდმივად ცდილობს ჩვენს სამხედროების პოზიციებზე თავდასხმას. ამიტომ, ჩვენ გამოვაცხადეთ სავალდებულო ევაკუაცია", - წერს თქვა სინეგუბოვმა.

როგორც სინეგუბოვმა აღნიშნა, ოკუპანტები კუპიანსკის თემის დასახლებებს ყოველდღე ბომბავს. მისივე თქმითმ უპირველეს ყოვლისა, ბავშვებიანი ოჯახებისა და შშმ პირების ევაკუაცია ხდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი