
იორდანეს დასავლეთით, პალესტინელთა ტერიტორიაზე, ისრაელის არმიასა და პალესტინელებს შორის შეტაკება მოხდა, რა დროსაც სამი პალესტინელი მოკლეს - წერს საერთასორისო მედია Reuters.
ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ თავდასხმა ისრაელის სამხედრო საგუშაგოზე მოხდა. მათივე ცნობით, მეოთხე შეიარაღებული პირი ჩაბარების შემდეგ დააკავეს.
გამოცემის ცნობით, დასავლეთ სანაპიროს ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ ნაბლუსთან მომხდარ ინციდენტზე, კომენტარი არ გაუკეთებიათ.