
Stopcov.ge-ს მონაცემების მიხედვით, 27 ივლისს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 2 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დღეს დადასტურებული 6 ახალი შემთხვევიდან 4 შემოტანილია, 1 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი და ერთის წყარო არის სოფელი გაჩიანი.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
25 ივლისს, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა 16 მილიონს გადააჭარბა.