Gen Z-ის გადამწყვეტი სიტყვა ქვეყნის მომავლისთვის | ახალი საქართველოს დაბადება

გამოქვეყნდა:

რა გავიგეთ გასულ კვირას განვითრებული მოვლენებიდან: 1. საქართველოს მოქმედი ხელისუფლება თამაშობს რუსულ თამაშს და მისი უკვე გაცხადებული მიზანი არის არა ევროკავშირი და საქართველოს თავისუფლება, არამედ საბჭოთა კავშირი და ქვეყნის გარუსება. 2. ჩანაწერი კონსტიტუციაში, რომელიც ევროპულ მისწრაფებებს შეეხება არის არა ვინმეს ახირება, არამედ ქართველი ერის მტკიცე არჩევანი, და ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი გზა, რომელის ფიზიკურად დასაცავად ამ ქვეყნის ყველა თაობა მზადაა. 3. საქართველოს ბედი მისი მოქალაქეების ხელშია.

ამჯერად კი სადარაჯოზე კი გადამწყვეტი სიტყვა მომავალმა თაობამ თქვა, თაობამ რომელმაც თავხედური გამბედაობით შეუტია რუსულ რეჟიმს და შედეგმაც არ დააყოვნა. თაობა ზეტს დავარქმევთ ამ ახალგაზარდებს, გაზაფხულის თაობას თუ თავისუფალ საქართველოში დაბადებულ თავისუფალ თაობას. ერთი რამ ცხადია. მამების თაობას მათგან ბევრი აქვს სასწავლი, და უპირველეს ყოვლისა  პოლიტიკოსებს.

ამ თაობას ტიკტოკის თაობასაც ეძახიან... და მართლაც, 30-წამიან ვიდოებზე გაზრდილ ახალგაზრდებს არ შეუძლიათ და არ სურთ ნახევარი ცხოვრება უკეთესი მომავლის ფუჭ მოლოდინში გაატარონ ან გაუკრვეველ დაპირებებს და იმედებს ჩაებღაუჭონ. ამიტომაც არ იმუშავა "ოცნების" დროის გაყვანის და დაღლის ტაქტიკამ მათთან. მათ ცვლილებები ახლავე უნდათ, და ეს პირადად მე ძალიან ხშირად მესმოდა რუსთაველის გამზირზე. გამოგიტყდებით და ეს თავდაპირველად ახალგაზრდულ მიამიტობად ჩავთვალე, მაგრამ მათი თვალების და აუხსნელი, არაპორგნოზირებადი ქმედებების შემხედვარე, პირველივე საათებში გასაგები გახდა, რომ ეს ახალი საქართველოს დაბადებაა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი