"მათი ამოცანა იყო ქაოსი, არეულობა... შეიძლება რამდენიმე ახალგაზრდა მოეკლათ თავადვე" | ღარიბაშვილი

გამოქვეყნდა:

"გადაწყვეტილება, რომელიც ამ კანონის უკან გაწვევით მივიღეთ, ამ სიტუაციაში, სახელმწიფოებრივად, ყველაზე სწორი და გონივრული იყო. ამით [კანონის გაწვევით] ვაჩვენეთ, რომ აქ არავის მივცემთ უფლებას, რომ ვიღაცამ რაღაც დესტაბილიზაცია მოაწყოს, არეულობა და ქაოსი შემოიტანოს ქვეყანაში, მერე მეორე ფრონტები და ათასი სისაძაგლე გააჩაღოს. მეორე მხრივ, ვიცოდით რა, მათი ძალიან ცუდი გეგმების შესახებ, მათი ამოცანა იყო ქაოსი, მუდმივი დესტაბილიზაციის შენარჩუნება, არეულობა, შეიძლება რამდენიმე ახალგაზრდა მოეკლათ თავადვე. ვთქვით, რომ ამ ნაბიჯით ვუფრთხილდებით ჩვენთვის ყველაზე უფრო ძვირფასს, საქართველოს სტაბილურობას, მშვიდობასა და არა ომის პოლიტიკას. 

- ამბობს პრემიერი ღარიბაშვილი ტვ იმედის ეთერში და 7-9 მარტის აქციებს ეხმაურება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი