"ეს აქციები იყო დესტრუქციული, ექსტრიმისტული ორგანიზაცია ნაცმოძრაობის. ნურავის ექნება ილუზია, ეს ახალგაზრდები, რომლებიც სცენაზე იდგნენ და სათითაოდ ვიცით, ვინ ვინ არის, ყველანი იყვნენ დაკავშირებული ნაცმოძრაობასთან ან სატელიტურ ორგანიზაციებთან, ეს არის გირჩი და ერთ-ერთი გამოიკვეთა ე.წ ფრანკლინის კლუბის ახალგაზრდები, რომელსაც წამლავენ. ეს არის პირდაპირი ანტისახელმწიფოებრივი, ძირგამოთხრილი საქმიანობა. ძალიან ბევრ ახალგაზრდას, მათ შორის მოსწავლეებს ურეცხავენ ტვინს... ე.წ ფრანკლინის კლუბში... ეს არის კლუბი შექმნილი სააკაშვილის დედის, გიული ალასანია უნივერსიტეტში, რომელიც მისი პრეზიდენტობის დროს 1 ლარად გადასცა თავის დედას. სწორედ ამ უნივერსიტეტში არის შექმნილი ანკლავი და მიდის ახალგაზრდების მოწამვლა, მათი ტვინის გამორეცხვა. დადასტურებული ინფორმაცია, მინდა გავუზიარო ხალხს, ფრანკლინის კლუბის ახალგაზრდები და დატრენინგებული გირჩის, ზურა ჯაფარიძის მოძრაობის წევრები, იქცეოდნენ ყველაზე მეტი პროვოკაციულად, მათ ჰქონდათ პირდაპირი დავალება, რომ შესულიყვნენ დაპირდაპირებაში სპეცდანიშნულების რაზმებთან, სამართალდამცავებთან, გამოეწვიათ"
- თქვა TV იმედის ეთერში, ირაკლი ღარიბაშვილმა.