თამაშის ძალა და რუსიფიკაციას გადარჩენილი საქართველო | რითი დაგვამახსოვრდა Gen Z-ის პროტესტი

გამოქვეყნდა:

საქართველო ამ ჯერზე გადარჩა, რუსიფიკაციის და ქვეყნის დიქტატურად გაფორმების გეგმა ჩავარდა. ჩავარდა ამ ეტაპზე, თორემ რუსული კანონის ავტორები და რუსული საქმის გამკეთებლები აქედანვე იმუქრებიან, და ეს საზოგადოებას სულაც არ გვაძლევს მოდუნების და ხიბლში ჩავარდნის საშუალებას. თუმცა თავისთავად ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებემა ძალიან ბევრი რამ შეცვალა, ქვეყნის პოლიტიკურ რეალობაშიც და ჩვენი, რიგითი მოქალაქეების აღქმაშიც. ახლა უკვე თეთრს თეთრი ჰქვია, და რუსული საქმის გამკეთებელს - რუსული საქმის გამკეთებელი.

დღევანდელ გადაცემაში ამ ცვლილებებზე დეტალურად ვისაუბრებთ, პოლიტიკურ, სოციალურ თუ საგარეო ჭრილში. მაგრამ მთავარი სიახლე სრულიად ამოუცნობი თაობის გამოჩენა იყო ასაპარეზზე... ასპარეზზე გამოვლენ ახლები. ახლებური გამბედაობით და მოქმედების ისეთივე ამოუცნობი ალოგირთმით, როგორიც ამ თაობის საყვარელი ვიდეო პლატფორმა ტიკტოკია. თუმცა ისიც უნდა ვთვქათ, რომ ამ დღეებში რუსთაველზე ყველა თაობის წარმომადგენელი იდგა.

მაგრამ ახლები სრულიად სხვაგვარი შემართებით იბრძოდნენ თავისი თავისუფლებისთვის და სხვაგვარადაც აღიქვამდნენ იქ განვითრებულ მოვლენებს. მუსიკაც კი, რომელიც ჩვენს შემდეგ სიუჟეტს ფონად გასდევს, რეალურად არა მუსიკა, არამედ ხმა არის დემონსტრაციიდან, რომელიც სხვებს თუ ზაფრავდა - ამ ახალგაზრდებს თამაშის სურვილს უჩენდა - მათი ძალაც სწორედ ამ თამაშში აღმოჩნდა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი