"[ევროკავშირის] ყველა რეკომენდაცია შესრულებულია... სტატუსი უნდა მივიღოთ წლის ბოლომდე" | ღარიბაშვილი

გამოქვეყნდა:

"[ევროკავშირის 12-პუნქტიანი] ყველა რეკომენდაცია შესრულებულია" - თქვა საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა TV იმედის ეთერში.

მისი თქმით, საქართველომ კანდიდატის სტატუსი წლის ბოლომდე უნდა მიიღოს. გარდა ამისა, ღარიბაშვილი ისევ იმეორებს, ირომ ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ავანსად მიანიჭა. 

"ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ, მაქსიმუმი გავაკეთეთ უკვე... პარლამენტმა ძალიან მაგრად იმუშავა მთავრობასთან ერთად. ყველა რეკომენდაცია, შესრულებულია, რომელიც უნდა შეგვესრულებინა მაქსიმალურად მოკლე დროში. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ რომ შევხედოთ მოლდოვას და უკრანას, ჩვენ ბევრად წინ ვართ, 2-ჯერ-3-ჯერ ვუსწრებთ მათ.. ვიცით, რომ პოლიტიკური გადაწყევტილებები მიიღეს ჩვენ ერთგვარად დაგსვაჯეს, სტტატუსი მათ მისცეს ავანსად... ჩვენი მოლოდინი არის ის, რომ რადგან ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ,  სტატუსი უნდა მივიღოთ წლის ბოლომდე. თუ დამსახურებულ 
სტატუსზეა საუბარი" - თქვა ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი - არა. საბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარა და განაცხადა, რომ მზადაა კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი