
რუსული მედია, საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ, უკრაინის წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებებს აქტიურად აშუქებს და როგორც ჩანს, კმაყოფილია. მედია წერს, რომ "ღარიბაშვილმა უკრაინის ხელმძღვანელობას თბილისში საპროტესტო აქციების მხარდაჭერის გამო უსაყვედურა".
როგორც მედია წერს, ღარიბაშვილმა უკრაინის ხელისუფლებას ურჩია "უპირველეს ყოვლისა საკუთარ თავზე და საკუთარ ქვეყანაზე იზრუნოს".
შეგახსენებთ, რომ ღარიბაშვილის მტკიცებით, "ზელენსკი მოტივირებულია, აქაც რაღაც მოხდეს... კლიჩკო, არახამია და ვიღაც ხელმოცარული "ლუზერები" ამბობენ, რომ საჭიროა ცვლილება და გადატრიალება..."