
"მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი: "საქართველოს ბედი უკრაინის რუსეთზე გამარჯვებას უკავშირდება", - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ფრანგული გამოცემა Le Figaro.
გამოცემა წერს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც ამბობს, რომ კრემლმა მოწამლა, კიევის წარმატებას გარდაუვლად მიიჩნევს, რაც, მისი თქმით, ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოებას გამოიწვევს.
"ყოფილი რეფორმერი და პროევროპული პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მთავრობამ 2021 წლის ოქტომბერში დააპატიმრა, როცა საზღვარგარეთ 8-წლიანი დევნილობის შემდეგ ქვეყანაში დაბრუნება გადაწყვიტა", - წერს გამოცემა და მიხეილ სააკაშვილის ახლობლებზე დაყრდნობით წერს, რომ მან 50 კილოგრამი დაიკლო.
Le Figaro-მ კლინიკაში მყოფ მესამე პრეზიდენტს შეკითხვები შეუგზავნა, რაზეც წერს, რომ მიხეილ სააკაშვილმა "სუსტი და აკანკალებული ხელწერით უპასუხა".
"ჩემი ჯანმრთელობა ნელნელა უარესდება. მე მივდივარ იმ ეტაპზე, როდესაც ექიმები ჩემი ორგანოების განლევას ელოდებიან... მთელ დროს საწოლში ვატარებ, - წერს მიხეილ სააკაშვილი.