
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰეიკო მაასის თქმით, გერმანია რუსეთის დიდ შვიდეულში (G7) დაბრუნებას ეწინააღმდეგება. ამის შესახებ მინისტრმა ადგილობრივ მედიასთანს Rheinische Post- სთან ისაუბრა. მან უარყო ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შემოთავაზება შვიდეულის გაფართოების შესახებ.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ვერ ხედავს რაიმე შანსს, რის გამოც რუსეთი შვიდეულში უნდა დააბრუნონ, რადგან არანაირი ცვლილებები კონლფიქტის მოგვარების კუთხით არ არის არც ყირიმში და არც აღმოსავლეთ უკრაინაში. რუსეთი ამჟამად G20-ის წევრ ქვეყანად რჩება.
G7 და G20 ორი გონივრულად კოორდინირებული ფორმატია. ჩვენ აღარ გვჭირდება G11 ან G12. რუსეთთან ურთიერთობა ამჟამად რთულია, მაგრამ ჩვენ, ასევე, ვიცით, რომ გვჭირდება რუსეთი კონფლიქტების მოსაგვარებლად, მაგალითად სირიაში, ლიბიასა და უკრაინაში. ეს არ იმუშავებს რუსეთის წინააღმდეგ, არამედ მხოლოდ რუსეთთან ერთად. მაგრამ რუსეთმაც უნდა შეასრულოს თავისი წვლილი,. - თქვა მაასმა.
გერმანია, რომელმაც 1 ივლისს ევროკავშირის ექვსთვიანი პრეზიდენტობა მოიპოვა, შუამავლის როლს ასრულებს როგორც ლიბიაში, ასევე უკრაინაში კონფლიქტების მოგვარების კუთხით. დიდი შვიდეულის გაფართოების იდეა კი დონალდ ტრამპს ეკუთვნოდა, რომელმაც განაცხადა, რომ რუსეთის გარდა შვიდეულში სხვა ქვეყნებიც უნდა შევიდნენ.