ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის დაწესებული 12-პუნქტიანი გეგმა ვერ შესრულდება, თუკი პოლიტპატიმრები - მიხეილ სააკაშვილი და ნიკა გვარამია არ გათავისუფლდებიან. ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია "დასავლური ვექტორი" აცხადებს და ოპოზიციას, არასამთავრობო სექტორს, სტუდენტებს, სამოქალაქო საზოგადოებას და ბიზნესის წარმომადგენლებს გაერთიანებისკენ მოუწოდებს. ინიციატივის მიზანია ხელისუფლება აიძულონ შეასრულოს ევროკომისიის 12 პუნქტი.
"პოლიტიკური და ახალგაზრდული ორგანიზაციები, აკადემიური საზოგადოება და კერძო პირები უნდა გავერთიანდეთ და დავსახოთ გეგმა, რომელიც საშუალებას მოგვცემს უმოკლეს ვადებში ხელისუფლებაზე უწყვეტი ზეწოლით დავიწყოთ ევროკავშირის სტატუსის მოსაპოვებლად 12-პუნქტიანი სამოქმედო გეგმის რეალიზება", - თქვა დასავლური ვექტორის წევრმა, ლევან გახელაძემ.
ორგანიზაციის წევრები მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების დაშვების გაჭიანურებაზეც საუბრობენ.