ისევ უნდა ვცადოთ კონსოლიდაცია, საშინაო და საგარეო ფრონტებზე, მიმდინარეობს კონსულტაციები - 3 პარტიის განცხადება

გამოქვეყნდა:

"ბრძოლა მოგებულია, მაგრამ ომი გრძელდება" - სამმა ოპოზიციურმა პარტიამ, "დროამ", "გირი მეტი თავისუფლებამ" და "სტრატეგია აღმაშენებელმა" ერთობლივი ბრიფინგი გამართეს და განაცხადეს, რომ უნდა გაგრძელდეს მუშაობა კანდიდატი სტატუსის მისაღებად. 

პარტიები ამბობენ, რომ უნდა მოხდეს კონსოლიდაცია პოლიტიკური ძალების, სამოქალაქო სექტორის, ცნობადი სახეების და გაგრძელდეს ბრძოლა, რათა ქვეყანამ წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

"გასულმა დღეებმა და თბილისში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ სინამდვილეში, ეს სისტემა, რომელსაც ჩვენ ვებრძვით, არც ისე ძლიერია და არსებობს გზა, როგორ შეიძლება ამ სისტემას დავახევინოთ უკან. მნიშვნელოვანია ყველამ გავიაზროთ, რომ ეს იყო ერთი ბრძოლა, რომელშიც გამარჯვება იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ ყველამ ერთად შევძელით, რომ ივანიშვილმა წაიღო უკან რუსული კანონი, მაგრამ ბრძოლა გრძელდება და გვესმის, რომ საზოგადოებაში არის მაღალი მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, თუ რა იქნება შემდეგი ნაბიჯები და ისიც გვესმის, რომ პირველ რიგში ეს პასუხისმგებლობა არის პოლიტიკურ პარტიებზე. მნიშვნელოვანია გავიაზროთ რამ მოიტანა ეს გამარჯვება, რა იყო ის ფაქტორები, რის გამოც ჩვენ შევძელით ამ შემთხვევაში სისტემის დამარცხება, ჩვენი აზრით, ეს იყო ძალიან გასაგები, კონკრეტული მოთხოვნა რა იყო გასაკეთებელი, ეს იყო დასავლელი პარტნიორების მხრიდან მკაფიო, გასაგები, არაორაზროვანი, ყოველგვარი დიპლომატიური ენისგან დაცლილი გზავნილები თუ რა იყო გასაკეთებელი, და რაც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია სრული კონსოლიდაცია ქვეყნის შიგნით, მთელი საზოგადოების", - თქვა ზურაბ ჯაფარიძემ. 

მისი თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ქვეყანამ წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსი მიიღოს, რადგან ამაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა ქვეყანას ამ ეტაპზე არ აქვს. 

პარტიები პრემიერ ღარიბაშვილის პასუხად ამბობენ, რომ ყველა ახალგაზრდას და აქციის მონაწილეს გვერდით დაუდგებიან. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი