ბოლო ორ წელში რიგით მეათე თავდასხმა ნაციონალური მოძრაობის შიდა ქართლის ორგანიზაციაზე - გორის ოფისი პარტიის წევრებს დღეს დილით ისევ დარბეული დახვდათ. ჩამსხვრეულია მინები და დაზიანებულია ინვენტარი. შენობას ქვები ესროლეს.
ოპოზიციური პარტიის წევრები მომხდარზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ. ენმ-ში ამბობენ, რომ პოლიციამ რეაგირება მომხდარი დარბევებიდან მხოლოდ ორ შემთხვევაში მოახდინა.