
"იყვნენ ერთი ჯგუფი ახალგაზრდებისა, რომლებიც რადიკალურად იქცეოდნენ და ყველაფერს ცდილობა იმისთვის, რომ მოვლენები გასცდენოდა სამართლებრივ ფარგალს, კონსტიტუციით ნებადართულ ფარგლებს. თავდასხმებს ახორციელებდნენ, მოლოტოვის კოქტეილებზე ითქვა, ასეთ დროს, ასეთ ქმედებებს ვინც მიმართავს, როგორ შეიძლება ის იყოს ნორმალურად შეფასებული. ბუნებრივია ამას სჭირდება სამართლებრივი რეაგირება, სამართლებრივი შეფასება, ეს არის ქმედებები, რომელიც საზოგადოების მშვიდობიან განვითარებას ძირს უთხრის".
თქვა "ქართული ოცნების" დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ 7-8 მარტს აქციაზე მყოფ ახალგაზრდებზე.