
"რეალურად, მთელი ეს ეგზალტირებული კამპანია ემსახურებოდა მხოლოდ და მხოლოდ სხვა ქვეყნების ინტერესებს, რომელთაც ისევ ომის გზაზე მივყავართ.
როგორც კი მომიტინგე ახალგაზრდებით ქვეყანაში რყევა გამოიწვიეს, უკრაინიდან მაშინვე განახლდა საქართველოში მეორე ფრონტის საკითხი.
ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ომი უკრაინაში ჯერ არ დასრულებულა და ის არც ისე შორსაა ჩვენგან.
არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ იმაზე მეტი საზრუნავი, ვიდრე ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენაა, დღეს არ არსებობს. თუმცა ახალი ომი ახალი ოკუპაციის წინაშე გვაყენებს, სადაც დამხმარე და მხსნელი ისევ არ გვეყოლება.
როცა ჩვენ გვსურს სტაბილური დასავლეთის წევრობა, დასავლეთიც ქართულ პოლიტიკურ სპექტრში უნდა ემიჯნებოდეს დესტრუქციულ ოპოზიციას და ძალადობას და არა პირიქით".
აცხადებს "ხალხის ძალა", რომელიც პარლამენტში "რუსული კანონის" ინიციატორი იყო.