ნიკა გვარამიას კითხვაზე არაორაზროვანი პასუხი უკვე გავეცი, შეგიძლიათ, ნახოთ - იოსელიანი

გამოქვეყნდა:

სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა ომბუდსმენის რანგში პირდაპირ არ უპასუხა კითხვას, არის თუ არა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია პოლიტიკური პატიმარი.

ჟურნალისტის შეკითხვაზე იოსელიანმა, თქვა, რომ მან ნიკა გვარამიას საქმეზე და მის პოლიტიკურ პატიმრობაზე მანამდე საჯაროდ პასუხი დაწერა.

"ნიკა გვარამიას საქმე არის შესწავლილი, ჩემს წინა მორბედს ამაზე დაწერილი აქვს დასკვნა. რაც შეეხება ჩემს პოზიციას მასთან დაკავშირებით, მის კითხვაზე, რომელიც მან საპატიმროდან გამომიგზავნა, პასუხი გავეცი და ჩემი აზრით, არაორაზროვანი იყო ეს პასუხი, შეგიძლიათ ნახოთ ეს პასუხი", - თქვა ლევან იოსელიანმა.

შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ლევან იოსელიანი სახალხო დამცველის კანდიდატურად დააყენა, ნიკა გვარამიამ იოსელიანს საპატიმროდან წერილი გაუგზავნა, რომელშიც მას ჰკითხა, ფიქრობს თუ არა რომ ნიკა გვარამია პოლიტპატიმარია და ეთანხმება თუ არა მის საქმეზე ყოფილი სახალხო დამცველის დასკვნას.

იოსელიანმა გვარამიას საჯაროდ უპასუხა და თქვა, რომ ნიკა გვარამიას პატიმრობა "არის პოლიტიკური მოტივებით ნაკარნახევი".

ლევან იოსელიანი სახალხო დამცველი 7 მარტს გახდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი