"მხოლოდ ნაცმოძრაობის აქტივისტ მასწავლებელს შეუძლია იკადროს"- იონათამიშვილი რუსული კანონის მოწინააღმდეგე პედაგოგებს აკრიტიკებს

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატი, რატი იონათამიშვილი რუსული კანონის მოწინააღმდეგე მასწავლებლებისა და ლექტორების ნაწილსა კრიტიკებს. დეპუტატის აზრით, მასწავლებელი, რა პოლიტიკური შეხედულებისაც არ უნდა იყოს, ამას არ უნდა იმჩნევდეს მოსწავლესთან, ლექტორი - სტუდენტთან.

მისი მტკიცებით, "ქართული ოცნების" მომხრე არც ერთ მასწავლებელს არასდროს უკადრებია მისთვის ყველაზე მიუღებელი რომელიმე პოლიტიკოსის, თუ აქტივისტის შვილთან თავისი განწყობა შეემჩნია, თუმცა, იგივე, მისი აზრით, "მხოლოდ ნაცმოძრაობის აქტივისტ მასწავლებელს შეუძლია იკადროს".

იონათამიშვილი წერს, რომ პროტესტის მონაწილეები წიგნების დაწვით ერთი-ერთში იმეორებენ ფაშისტების ნამოქმედარს, ხოლო პროფესორების უნივერსიტეტებიდან განდევნის მცდელობით ბოლშევიკების ხელწერას.

"ქართული ოცნების მომხრე არც ერთ მასწავლებელს არასდროს უკადრებია მისთვის ყველაზე მიუღებელი რომელიმე პოლიტიკოსის, თუ აქტივისტის შვილთან თავისი განწყობა შეემჩნია. ასეთი ფაქტი ვერავის გაახსენდება…

მაგრამ, თურმე, ამ ქვეყანაში არსებობს მასწავლებელი, თან არაერთლ, რომელსაც არათუ განწყობის შემჩნევა, არამედ შეუძლია, თავისი მოსწავლე დააბულინგოს მისი მშობლის პოლიტიკური შეხედულებისა, თუ პოლიტიკური საქმიანობის გამო.

არ გაგიკვირდებათ, თუ ვიტყვი, რომ ასეთი რამ მხოლოდ ნაცმოძრაობის აქტივისტ მასწავლებელს შეუძლია იკადროს. რა თქმა უნდა, ყველას არა, მაგრამ ასეთი რამდენიმე შემთხვევა უკვე დაფიქსირდა!!!

მეტიც, ასეთ “მასწავლებელს” თურმე, შეუძლია, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნოს “მოღალატეების” სია იმის მიუხედავად, რომ მის მიერ, საუკუნის აფიორის საფუძველზე, მოღალატედ შერაცხული ადამიანის შვილს - თავად ასწავლის!!!

წიგნების დაწვით ერთი-ერთში იმეორებენ ფაშისტების ნამოქმედარს;

პროფესორების უნივერსიტეტებიდან განდევნის მცდელობით ერთი-ერთში იმეორებენ ბოლშევიკების ხელწერას;

ოპონენტების საზოგადოებიდან გარიყვის მცდელობით მხოლოდ იმას აღწევენ, რომ ბოლომდე შიშვლდებიან, როგორც უკვე ჩამოყალიბებული ფაშისტები.

თუმცა, მასწავლებლის მხრიდან მოსწავლის მიმართ ასეთი მიდგომა, ფაშიზმის სულ სხვა “ლეველს” ნიშნავს და მათი ფსევდოლიბერალი ლიდერების ბოლოდროინდელი პოზიციიდან მომდინარეობს…" - წერს იონათამიშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი