
ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის თქმით, რუსული ძალები თითქმის მთელი საათია კრემენაიას შტურმით იღებენ.
"ბელოგოროვკასა და კრემენაიას მიმართულებით ვითარება რთულია. სწორედ იქ მოახდინეს რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა მაქსიმალური ძალისხმევის კონცენტრირება. მტერმა იქ უამრავი რეზერვი გამოიყენა. რაშისტები თითქმის მთელი საათია კრემენაიას შტურმით იღებენ. იქაც "ყრიან" თავიანთ თანამედროვე აღჭურვილობას", - თქვა გაიდაიმ.
გაიდაიმ დასძინა, რომ უკრაინის სამხედროები ამინდის პირობების გაუმჯობესებას რამდენიმე კვირაში ელიან და ამ მიმართულებით კონტრშეტევას გეგმავენ.
მისივე თქმით, ოკუპანტები არ წყვეტენ მცდელობებს მიაღწიონ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ადმინისტრაციულ საზღვარს. როგორც გაიდაიმ აღნიშნა, ლუგანსკის ოლქში ვითარება რთული, თუმცა კონტროლირებადი რჩება.