ახლა ლაპარაკობენ, რომ ხალხს რაღაც არ აუხსნეს, სად იყვნენ აქამდე - ყიფიანი რუსულ კანონზე "ოცნებას" აკრიტიკებს

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, ვიქტორ ყიფიანმა სომხურ მედიასთან ინტერვიუში ბოლო დროს საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა და რუსულ კანონთან მიმართებაში "ქართული ოცნება" გააკრიტიკა. 

ინტერვიუ იმ პერიოდში ჩაიწერა, როცა ხელისუფლებას კანონების გაწვევაზე გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ ჰქონდა.

"ბოლო ხნის ქართული პოლიტიკა იქცა პოლიტიკა ძალაუფლებისთვის და ამან გადაფარა ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების ამოცანები და პრიორიტეტები. ის მოვლენები, რომლის თვითმხილველებიც ჩვენ გავხდით, რეპუტაციულ ზიანს აყენებს საქართველოს და პოლიტიკური დარტყმა მოაქვს ქვეყნისთვის. გადადგმული იყო რაციონალური ნაბიჯი, რომელიც სწორად უნდა იყოს აღქმული. რაც შეეხება თქვენს კითხვას ახსნასთან დაკავშირებით, მე ვიკამათებდი განმარტების ავტორთან. პარლამენტში კანონი 10 დღის განმავლობაში განიხილებოდა, მაგრამ თემა მანამდე იყო შეტანილი და მარტივად გამოსაცნობი და პროგნოზირებადი იყო რეაქცია, რომელიც ამ კანონის მიღების შემდეგ დადგებოდა. ეს რეაქცია იკითხებოდა ადგილზე, დასავლელი პარტნიორების მხრიდანაც. ახლა ლაპარაკი იმაზე, რომ თავის დროზე, ხალხს რაღაც არ აუხსნეს და არ განუმარტეს მოდი ვიკითხავ, სად იყვნენ აქამდე, ვიცოდით რა რეაქციაც მოჰყვებოდა ამ ყველაფერს", - თქვა ვიქტორ ყიფიანმა.

ამავე ინტერვიუში ყიფიანმა არასამთავრობო ორგანიზაციევბზეც ისაუბრა და თქვა, რომ "რაღაც ეტაპზე სამოქალქო საზოგადოება გახდა პოლიტიკური თამაშების მძევალი და დაკარგა ნეიტრალურობა": 

"ვფიქრობ, რაღაც ეტაპზე საზოგადოებამ მოადუნა ყურადღება ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა საქართველო, სომხეთი, სადაც არ არის დიდი გეოპოლიტიკური კულტურა და ინსტიტუციური განვითარება, ყოველთვის საჭიროა საზოგადოებრივი კონტროლი. პირველ რიგში, მოდარაჯის როლი საზოგადოებამ უნდა შეასრულოს. ვფიქრობ, რაღაც ეტაპზე საზოგადოებამ ხელიდან გაუშვა მართვის სადავეები, სამოქალაქო საზოგადოება ყოველთვის ყო ფხიზლად, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. რაღაც ეტაპზე სამოქალაქო საზოგადოება გახდა პოლიტიკური თამაშების მძევალი და დაკარგა ნეიტრალურობა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი გახდა პოლიტიკურ პარტიებთან აფილირებული, ნებით ან უნებლიედ, საზოგადოებაა პასუხისმგებელი მის ბედზე და ქვეყნის განვითარებაზე", - თქვა ვიქტორ ყიფიანმა.

შეგახსენებთ, სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო პარტნიორებისა და პოლიტიკოსების კრიტიკის მიუხედავად, პარლამენტმა 7 მარტს რუსული კანონი პირველი მოსმენით მიიღო, მას მხარი მხოლოდ უმრავლესობის დეპუტატებმა დაუჭირეს. კანონის მიღება მოქალაქეებმა რუსთაველზე აქციით გააპროტესტეს, რომელიც ორი დღის განმავლობაში გაგრძელდა. სამართალდამცველებმა აქციები ძალის გამოყენებით დაარბიეს. საზოგადოების პროტესტის შემდეგ, კი მმართველი პარტია იძულებული გახდა, კანონი მისი პირველი მოსმენით მიღებიდან სამ დღეში ჩაეგდო.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი