კობახიძის განცხადებები უკრაინაზე ცეცხლზე ნავთის დასხმას ჰგავდა - ყიფიანი

გამოქვეყნდა:

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, უკრაინასთან მიმართებაში "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებებს აკრიტიკებს და ამბობს, რომ მმართველი პარტიის ლიდერისგან "უფრო თავშეკავებულ განცხადებებს ისურვებდა".

ყიფიანმა ამასთან დაკავშირებით სომხურ მედიასთან ისაუბრა და თქვა, რომ უკრაინასთან "არც ისე კარგი ურთიერთობების ფონზე, კობახიძის განცხადებები ცეცხლზე ნავთის დასხმას ჰგავდა".

"ვისურვებდი მმართველი პარტიის ლიდერისგან მომესმინა უფრო თავშეკავებული კომენტარები. ვიქნებოდი ძალიან ღია თქვენთან, ჩემი მისდამი პატივისცემის მიუხედავად, უკრაინასთან მიმართებაში მისი რიტორიკა, რომელსაც პირდაპირ ეთერში ვისმენდი, მე არ მომეწონა. ეს განცხადება უკრაინასთან არც ისე კარგი ურთიერთობების ფონზე, ცეცხლზე ნავთის დასხმას ჰგავდა, ეს იყო არაკორექტული. მმართველი პარტიის თავმჯდომარე თავშეკავებული უნდა იყოს მის განცხადებებში, მით უმეტეს, როცა საქმე ასეთ არაორდინალურ პარალელებს ეხება", - თქვა ვიქტორ ყიფიანი.

ცნობისთვის, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ანტიუკრაინული განცხადებები არაერთხელ გააკეთა. კერძოდ, კობახიძე აკრიტიკებს უკრაინის ოფიციალურ პირებს და ამტკიცებს, რომ მათ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურს.

რუსთაველზე გამართულ საპროტესტო აქციებზე საუბრისას კობახიძემ მაიდანის მოვლენები გაიხსენა და თქვა, რომ "მაიდანმა უკრაინას მოუტანა ომი, დაკარგეს ყირიმი, ლუგანსკისა და დონეცკის დიდი ნაწილი".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი