The Times: "მიხეილ სააკაშვილი "სიკვდილთან ახლოსაა"

გამოქვეყნდა:

"მიხეილ სააკაშვილი "სიკვდილთან ახლოსაა" - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გავლენიანი საერთაშორისო გამოცემა The Times

სტატიაში ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილი რომელიც 2004-13 წლებში საქართველოს პრეზიდენტი ორი ვადით იყო, ახლა ციხეში სავარაუდო მოწამვლის გამო, წონის მკვეთრ კლებას განიცდის. 

გამოცემა წერს, რომ მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის ოქტომბერში მას შემდეგ დააკავეს, რაც საქართველოში "ოპოზიციის გაძლიერების მცდელობს მიზნით", მუნიციპალური არჩევნების დაწყებამდე დაბრუნდა. 

The Times-ი ციტირებს მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუს გამოცემა Sky News-თან, სადაც ის ამბობს, რომ "დაპატიმრებამდე 120 კგ იყო, ახლა კი 64". "თუ 60 კილოგრამს ჩამოვცდები, ექიმები მრავლობითი ორგანოს უკმარისობას წინასწარმეტყველებენ“, - ამბობს სააკაშვილი.

ჯანმრთელობასთან დაკავშირებით კი საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამბობს: "სულ საწოლში ვარ... ჩემი ძვლები იშლება და ეს გაუსაძლისად მტკივნეულია". 

 

სტატია სრულად

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი