სტუდენტები ალტ-ინფოს "ექსპერტი" ლექტორის წინააღმდეგ - არა რუსულ კანონს! რუსო! მონა! ამ შეძახილებით დახვდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ელიზბარ ელიზბარაშვილს. მათ ლექტორს აუდიტორიაში ლექციის ჩატარების საშუალება არ მისცეს. სტუდენტებმა პროფესორს სირცხვილის დერეფანი მოუწყვეს. ელიზბარ ელიზბარაშვილი ის პედაგოგია, რომელიც ახალგაზრდებს ევროპული პოზიციის გამო აკრიტიკებდა. დღეს კი ის სტუდენტებს სამართლებრივი დევნით დაემუქრა.
"ასე მოუწევს ყველა პრორუსს, ალტ-ინფოელს, "ქართული ოცნებისა" თუ ყველა იმ ლექტორს, რომელიც საქართველოში, მათ შორის უნივერსიტეტებში, ცდილობს გაატაროს რუსული პოლიტიკა. ამიტომ ეს არ ყოფილა მოულოდნელი და სიახლე. დიახ, ჩვენ ვაპირებთ ყოველდღიურად გავაპროტესტოთ პრორუსული პოლიტიკა და ახალგაზრდები, ფერადი, ძალიან ლამაზი, ლაღი თაობა ყოველდღე შეიკრიბება თსუ-ს ეზოში და სხვადასხვა ფორმით გააპროტესტებს ამ უსამართლობას, - ამბობს ერთ-ერთი სტუდენტი.