ფრანგული მედია: "მიხეილ სააკაშვილი: "ჩემს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება"

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ექსკლუზიური ინტერვიუ ფრანგულ მედიასთან. მიხეილ სააკაშვილი ფრანგი ჟურნალისტის შეკითხვებს ციხის საავადმყოფოდან უპასუხა. 

სააგენტო "მიდილიბრეს" გვერდზე გამოქვეყნებულ ვრცელ ინტერვიუში, სათაურით, "საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაკავების ადგილიდან გვპასუხობს: ჩემს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება",
მიხეილ სააკაშვილი, ჯამრთელობის მდგომარეობაზე, საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, უკრაინაზე, პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკიზე და პუტინზე საუბრობს.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, თუ "ქართული ოცნების" ხელისუფლება მას გათავისუფლებს, ეს საერთაშორისო საზოგადოების, ქართველი ხალხისა და უკრაინის გამარჯვება იქნება.

ჩემი მოწამვლა დადასტურებულია გერმანული და ამერიკული ლაბორატორიების მიერ და დამოწმებულია ცნობილი ამერიკელი ტოქსიკოლოგის, დევიდ სმიტის მიერ. ჩემს სიცოცხლეს საფრთხე მუდმივად ემუქრება. საქართველოს მთავრობა და ციხის ადმინისტრაცია ყოველდღე იმეორებს, რომ თუ მოვკვდები, ეს მხოლოდ ჩემი ბრალი იქნება. წელიწადზე მეტია ცა არ მინახავს. ვცდილობ ვჭამო, მაგრამ ძალიან მიჭირს.

ციხეში წონაში საგრძნობლად დავიკელი. საქართველოში ჩამოსვლისას 120 კგ-ს ვიწონიდი, ახლა კი 64 კგ-ს. ჩემს მხარდასაჭერად ევროპარლამენტმა თითქმის 600 ხმით დაუჭირა მხარი რეზოლუციასა რომელიც მე მამართლებს. მთავრობა მას არ აღიარებს. გამომიშვებს თუ არა საქართველოს მთავრობა?! ეს იქნება საერთაშორისო საზოგადოების, ქართველი ხალხის ზეწოლისა და უკრაინის გამარჯვება. 

ყველა, მათ შორის ევროპარლამენტარებიც იზიარებენ მოსაზრებას, რომ პოლიტიკური შურისძიების მსხვერპლი ვარ. არანაირი პოლიტიკური ამბიცია არ მაქვს. ჩემი ერთადერთი ამბიცია, უკრაინაში დაბრუნებაა, სადაც ჯერ კიდევ ვიკავებ რეფორმების საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი ფრანგულ მედიასთან. 

სტატია სრულად 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი