"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ანი წითლიძე, სოციალურ ქსელში წერს, რომ ვრცელდება ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო "ოცნების" რუსული კანონის წინააღმდეგ 7-8 მარტს აქციაზე მყოფ ახალგაზრდებს იბარეს.
მისივე ინფორმაციით, უწყებამ დანონსებული დევნა უკვე დაიწყო.
"ვრცელდება რომ შსს იბარებს 7-8 მარტის აქციაზე მყოფ ახალგაზრდებს.როგორც ჩანს დაანონსებული დევნა დაიწყეს. თავიდანვე ვამბობდით რომ გათავისუფლება არ ნიშნავდა საქმეების შეწყვეტას. საქმეები აღძრულია ადმინისტრავიციულით და სისხლით. მნიშვნელოვანია იცოდეთ: ადვოკატის გარეშე არ მიხვიდეთ არანაირ დაკითხვაზე! დახმარება თუ დაგჭირდებათ ადვოკატების დაგვიკავშირდით! ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ დროს დაგეხმაროთ!" - წერს ანი წითლიძე