მთავარი ბრალმდებლის საეჭვო დიპლომი და განათლება - თადუმაძემ დაამთავრა უნივერსიტეტი, რომელშიც მის დაფუძნებამდე ჩაირიცხა

გამოქვეყნდა:

მთავარ პროკურორს, შალვა თადუმაძეს დიპლომი შესაძლოა გაყალბებული ჰქონდეს. ირკვევა, რომ  ბიოგრაფიასა და დიპლომში მითითებული თარიღები ერთმანეთს არ ემთხვევა.

ქვეყნის მთავარი ბრალმდებლის დიპლომიდან ირკვევა, რომ თადუმაძემ ჰუმანიტარულ ინსტიტუტში 1993 წელს ჩააბარა, როცა ჯერ სკოლაც არ ჰქონდა დამთავრებული და არც ეს ინსტიტუტი არსებობდა. უმაღლესი სასწავლებელი, სადაც თადუმაძემ ჩააბარა, 1994 წლის 2 სექტემბერს დაფუძნდა.

თადუმაძის დიპლომის ისტორიას „საერთაშოროსო გამჭვირვალობა“ თვეების განმავლობაში სწავლობდა, თუმცა ყველა უწყება დოკუმენტებს მალავდა. 

თუ დადგინდა, რომ დოკუმენტი ყალბია, მაშინ სავარაუდოდ, ბათილად გამოცხადდება ბრალის ყველა ის დადგენილება, რომელსაც მთავარმა პროკურორმა მოაწერა ხელი.

დიპლომის ნამდვილობაზე კითხვები არასამთავრობო სექტორის გარდა, სახალხო დამცველსაც აქვს.

არასამთავრობოებიც და სახალხო დამცველიც მიმართავენ პარლამენტს,  შეისწავლოს დიპლომის ნამდვილობა. მათი აზრით, თუ დადგინდა, რომ მთავარი პროკურორის იურისტის დიპლომი ყალბია, მაშინ შალვა თადუმაძემ მთავარი პროკურორის პოსტიც უნდა დატოვოს და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობასაც უნდა დაემშვიდობოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი