"პოლონელი ექიმები მზად არიან სააკაშვილთან ჩამოსასვლელად და ამისთვის საქართველოს დასტურს ელოდებიან" | მიულერი

გამოქვეყნდა:

პოლონეთის მთავრობის პრესსპიკერის, პიოტრ მიულერის განცხადებით, პოლონელი ექიმები მზად არიან საქართველოში, მიხეილ სააკაშვილთან ჩასასვლელად და ამისთვის ქართული მხარის დასტურს ელოდებიან. 
მიულერის ამ განცხადებას პოლონური მედია ავრცელებს.

როგორც მთავრობის პრესსპიკერი ამბობს, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა "სერიოზულ ეჭვებს იწვევს საერთაშორისო საზოგადოებაში". 

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის პოლონეთში სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნა თავად პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ გამოთქვა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი