პრემიერი ისევ იმუქრება | ღარიბაშვილი დასავლეთისა და სტუდენტების წინააღმდეგ

გამოქვეყნდა:

სატანისტები, ექსტრემისტები, რადიკალები, ანარქისტები - პრემიერი სტუდენტებს უპირიპირდება. მთავრობის მეთაურის მთავარი სამიზნე, იმ პროტესტის ორგანიზატორი ახალგაზრდები არიან, რომლებსაც 2 დღის განმავლობაში სასტიკად არბევდნენ. ირაკლი ღარიბაშვილისა და "ქართული ოცნებისთვის" მიუღებელია ყველა, ვინც საქართველოს ევროპულ მომავალსა და ისტორიულ არჩევანს იცავდა. "ოცნება" ისევ საქართველოში მეორე ფრონტსა და ხელისუფლების გადატრიალების მითიურ გეგმაზე საუბრობს. ლანძღავს უკრაინის ხელისუფლებას, უკრაინაში მებრძოლ ქართველებს, ევროპარლამენტარებს.

ირაკლი ღარიბაშვილს არც სამოქალაქო ჯგუფებზე თავდასხმა დავიწყებია. პროტესტის პოლიტიზება ახლა ოცნების მთავარი სტრატეგიაა. ხელისუფლება ხალხის ერთობით შეშინებულია და ამ მუხტის შესუსტებას ყველა გზით ცდილობს. მათ შორის რეპრესიების დახმარებით. ღარიბაშვილი ე.წ სამართლის სახელით იმუქრება. ოცნებისთვის პოლიცია მსხვერპლია, სტუდენტები კი დამნაშავეები. გამოძიებას გომელაურის უწყება აწარმოებს და  არკვევს, ვინ დაარღვია კანონი და ადგენს ვინ უნდა გაუშვას ციხეში.

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი